image

თემა: კრძალულება

სამგზის სანატრელ არს კაცი იგი, რომლისა თანა არს კრძალულებაი, რამეთუ კრძალულებითა ცხონდების კაცი. ისმინეთ უკუე, ძმანო ჩემნო, რავდენსა შინა საქმესა სახმარ არს კრძალულება კაცისათვის:
    კრძალვაი ნებასა ბოროტსა და კრძალვაი მრავლისმეტყუელებასა ცუდისა სიტყუასა და გინებასა და ყუედრებასა და წყევასა, და არა ზრახვად ყოლადვე, რომელი არა ჯერ-არს;
    კრძალვაი შესმენისაგან მოყუსისა, რაითა არავინ შეურაცხვყოთ და არცა საიდუმლოი ვისი განვაცხადოთ, დაკრძალვაი სმენისაგან და არა მიუპყრათ სასმენელი ცუდის მეტყუელებასა;
    და შეკრძალვაი თუალთაი, რაითა არა იხილონ შუენიერებაი სხვისა, რომელი არა ჯერ-არს, არცა სარგებელ არს ჩუენდა.
    კრძალვაი შფოთისაგან და გულის წყრომისა;
    კრძალვაი ცუდად დიდებისაგან და პატივისა და ქებისა;
    კრძალვაი სულისსიტყუათაგან ბოროტთა, რაითა არა მისდრკე მათდა მოგონებითა და არცა იგემოვნებდე გონებასა შენსა;
    კრძალვაი საჭმელთაგან, რაითა არა ეძიებდე გემოანთა საჭმელთა და არცა უჟამოდ შჭამდე რას და არცა დაემორჩილო უძღებისა ეშმაკსა;
    კრძალვაი სასუმლისაგან, რაითა არა უსაზომოდ ჰსუმიდე თვინიერ შიშისა ღმრთისა და არცა ეძიებდე ტკბილთა და გემოვანთა სასუმელთა და არცა ჰსუმიდე უძღებებით არა ხოლო თუ ღვინოსა, არამედ წყალსაცა;
    კრძალვაი სიძვისა ეშმაკსა, რაითა ყოლადვე დაიცვნეს შენნი და არა მისდრკე და ტკბილად ჰზრახვიდე გულის სიტყუათა სიძვისათა, არამედ აღვირ-ასხნე ნებასა ხორცთასა შიშითა ღმრთისაითა.
    ამისგან რომელმან დაიცვეს თავი თვისი, იგი მიემთხვიოს კეთილთა მათ საუკუნეთა, რამეთუ არა ჰნებავს მას შემკობაი თავისა თვისისაი ხორციელად და არცა ეძიებნ ნელსაცხებელთა სულნელთა. და არცა იგემოვნებნ ქებისა სიტყუათა და არცა განაგრძვის ხსენებაი დედათაი და საქმისა მათისაი, და არცა აღრევაი და ხილვაი მათი ჰნებავნ, და არცა სიტყუის-გებაი მათ თანა და არცა თავს-იდვის ყოლადვე ხილვაი მათი გონებითა წამსაცა ერთსა, არამედ დაიცავნ და ეკრძალებინ თავსა თვისსა. რაითა მიიწიოს იგი განსასუენებელსა მას და სიხარულსა მიუწდომელსა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები