ავტორი:
წმ. სერაფიმე საროველი
თემა: სასოება
ყველა, ვინც მტკიცე სასოებას ღმერთზე ამყარებს, მასთან მაღლდება და მარადიული ნათლით ბრწყინდება. როდესაც ადამიანი ღმერთის სიყვარულისათვის საკუთარ თავზე გადამეტებულ ზრუნვას ივიწყებს, ასეთი სასოება ბრძნული და ჭეშმარიტია. მაცხოვრის უწმინდესმა ბაგემ წარმოთქვა სასოების შესახებ: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ"(მთ.11,28). ანუ ჩემზე დაამყარე სასოება და ნუგეშინისცემას იგრძნობ შიშსა და მწუხარებებს შორისო...