თემა: სასოება უფლის ძღვნის გემოსხილვა შობს იმედს, ხოლო, ვისაც ამის გემო არ უხილავს, შეუძლებელია, რომ არ დაეჭვდეს link
თემა: სასოება იმედი შრომის დროს დასვენებაა, ის არის კარი სიყვარულისა, ის არის სასოწარკვეთილების მომაკვდინებელი და საუკუნო კეთილთა წინდი link
თემა: სასოება იმედი განდევნის მრისხანებას, რადგანაც "სასოებასა არასადა რცხვენის, ხოლო გულისწყრომა საქმე არს სირცხვილისა". - ამბობს სოლომონი link
თემა: სასოება რწმენა ღვთის არსებობის დაჯერებას კი არ ნიშნავს მხოლოდ, იგი უპირველესად გულისხმობს ცხოვრებას ღმერთში, სასოებას, იმედს მისი წყალობისას link
თემა: სასოება იმედის ნაკლულოვანება სიყვარულს აქრობს; ჩვენი შრომა იმედთან არის დაკავშირებული, მასზეა დამყარებული ღვაწლი და მას იცავს მოწყალება ღვთისა link
თემა: სასოება თუ თქვენი სასოება მცირედ-მცირედ გადაიხრება უფლისაგან, საქმე გამრუდდება, რამეთუ მაშინ უფალი გვტოვებს და თითქოს გვეუბნება: იყავი მასთან, რაზეც ამყარებ სასოებას. არადა რის გამოც გზა გავიმრუდეთ, სრული არარაობაა. link