შალვა ამონაშვილი
წყარო: Wisdomge

თითოეული ჩვენგანი ათასობით ადამიანის იმედია

თითოეული ჩვენგანი ათასობით ადამიანის იმედია

თითოეული ჩვენგანი რაღაცის დიდი მიზეზი ვართ. თითოეული ჩვენგანის ცხოვრება მიზეზია ბევრი ადამიანისა, რომლებიც ჩვენს გარშემო დაჯგუფდნენ. იმ ადამიანებისაც კი, რომლებსაც არ ვიცნობთ, თუმცა ჩვენი მიზეზების შედეგები გადაწვდათ. მათაც ერგოთ რაღაც, ან სიკეთე, ან სხვა რამ. ყველა ვართ მიზეზი. აბა ნახეთ, რამდენი ადამიანია თქვენს ირგვლივ დაჯგუფებული. თუ თქვენ გამოეცლებით, მათ რაღაცა შეეშლებათ, არ გამოუვათ. ერთმანეთის იმედი გვაქვს. ერთმანეთზე ვამყარებთ იმედებს. გამოვეცლებით ერთმანეთს? - სული ჩამოინგრევა. თითოეული ჩვენგანი ათასობით ადამიანის იმედია, საყრდენია

 
0