ავტორი:
წმ. სერაფიმე საროველი
თემა: სასოწარკვეთილება
როგორც უფალი ზრუნავს ჩვენი ცხონებისათვის, ისევე ცდილობს კაცისმკვლელი ეშმაკი სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს კაცი. მაღალი და მტკიცე სული არ ეცემა უბედურების ჟამს, რაგინდ მძიმე და აუტანელ გასაჭირშიც ჩავარდეს. ჩვენი ცხოვრება თითქოს განსაცდელებისა და ტანჯვის სახლია, მაგრამ ჩვენ ნუ მივატოვებთ უფალს, სანამ იგი არ უბრძანებს ჩვენს მაწამებელთ, თავი დაგვანებონ, სანამ მოთმინებით და მტკიცე უვნებელობით არ განვახლდებით...