image

თემა: გინება

რომელი აყუედრებდეს და აგინებდეს კაცთა, ესე უეჭუელად შთავარდეს მასვე, რომლისათვისცა აყუედრებდეს მოყუასსა; რომელი სხუასა აყუედრებდეს, აყუედრებს იგი თავსა თვისსა, რამეთუ არს იგი ხორციელვე და შეთხზულ სოფლისა ცხორებასა. რომელი აგინებდეს და აყუედრებდეს სხუასა, არს იგი თვით უბადრუკ და საძულელ და კაცის-მკვლელთა თანა დაისაჯოს იგი. ხოლო რომელსა თანა არს შიში ღმრთისაი, გონებაი მისი მარადის მის თანა არს, არა უხარის სხვისა გინებაი და არცა ვის აყუედრებს. ხოლო რომლისა თანა იყოს ჩუეულებაი გინებისაი, ვაი არს საწყალობელისა მის და ღირს არს იგი გლოვისა, რამეთუ არარაი არს უბოროტეს გინებისა. ამისთვის უკუე პავლე მოციქული იტყვის: "არცა მაგინებელთა და მაყუედრებელთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ"
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები