თემა: სასოება

1640.რას ნიშნავს სასოება ღმრთისა?
ნიშნავს რწმენით მოველოდეთ, რომ ღმერთი მოგვცემს ყოველივეს, რაც გვჭირდება და რასაც მას შევთხოვთ ჩვენი ხსნისთვის.
1641.რატომ უნდა გვქონდეს სასოება ღმრთისა?
იმიტომ, რომ ის
    1. ყოვლისშემძლეა,
    2. ყველაზე აღმატებულია გულმოწყალებითა და სიმართლით,
    3. ყველაზე უფრო აღმატებულია სიმართლითა და ერთგულებით.
1642.ვინ ცოდავს ღმრთის სასოების წინააღმდეგ?
ცოდავს ის,
    1. ვინც არ არის მინდობილი ღმერთზე,
    2. ვინც სასოწარკვეთილებას ეძლევა,
    3. ვინც დაუფიქრებლად სასოებს ღმერთს,
    4. ვინც ცრუმორწმუნეა.
    განმარატება:
    I. ,,შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იხსნენ იგინი; შენდამი ღაღადებს და ცხოვნდეს, შენ გესვიდეს და არა ჰრცხუენა" (ფს.21,4-5).
    II. ,,ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხვენებიან მე უკუნისამდე, ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი" (ფს.25,2).
    III.შედარებით გავრცელებულ ცრუმორწმუნეობას წარმოადგენს: ნათელმხილველებთან და კარტზე მკითხავებთან სიარული, თილისმებისა და სხვა უგუნურებათა რწმენა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები