ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: მოძღვარი
მტკიცედ გეპყრას საჭურველი, რომელიც მიიღე და ძლიერად იღვაწე, მაგრად მოზიდე ისრები მტრის წინააღმდეგ, ერთ მიზანს უმზირე და მას სტყორცნე ისარი: იმას, რომ არასდროს ურჩო შენს სულიერ მამას. რადგან თუ ღმერთს დაამწუხრებ, შენი მოძღვარი გეყოლება მლოცველი, რომელიც შეავედრებს მას შენს თავს; ხოლო თუკი ბერს დაანაღვლიანებ, მაშინ ვინღა ჰყოფს უფალს შენზე მოწყალედ?