ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ღვთის მსჯავრი სასჯელი
847. მეორე ბერმა, რომელსაც იგივე შეკითხვა დაუსვეს, ასე უპასუხა: დაუკვირდი საკუთარ თავს. ვერც მხედართმთავარი და ვერც მეფე ვერ დააღწევს თავს სამსჯავროს. მაშ, ნუ შეასუსტებ იმ საქმეს, რომელზეც დიდმა ბერმა გითხრა, რათა გქონდეს ღვთის წყალობის იმედი. არ შეშინდე, რამეთუ თქვენ თქვენი ძალებით არ ასრულებთ ამ საქმეს, არამედ ღმერთი და ბერი. თუ თქვენ იმას, რაც მოგეთხოვებათ, თქვენი ძალისაებრ გააკეთებთ, მაშინ სასყიდლის თანამოზიარე გახდებით; ხოლო, თუ არ გააკეთებთ, დაისჯებით. ილოცე ჩემთვის.