image

თემა: მადლის შენარჩუნება,  სულიერი მღვიძარება

თქვენს თავს მოუფონეთ და მცირედ გართობის ნება დართეთ, მაგრამ არც გიცდიათ თვალების, ენის, აზრის გაფრთხილება. ამის გამო სითბომ მიგატოვათ და დაცარიელდით. ეს ცუდია. იჩქარეთ აღიდგინოთ შინაგანი წონასწორობა და გამოითხოვეთ იგი: გამოიკეთეთ, მთლიანად მიეცით თავი ლოცვას და კითხვას, სანამ ყურადღება გულში ღმერთს არ შეერწყმება და არ აღსდგება სული შემუსვრილებისა და და წყალობისა. რომლითაც უნდა განისაზღვროს, დაიბრუნეთ თუ არა სულის მშვიდობა. როგორც ჩანს, ყურადღებას რომ გთხოვენ, თქვენ ეს გადაჭარბებული სიმკაცრე გგონიათ. მაგრამ ეს პირიქით, შინაგანი სულიერი ცხოვრების ფესვია. ამიტომაც მტერი ყველაზე მეტად მის წინაღმდეგ იარაღდება და მთელი ძალისხმევით აგებს სულიერ თვალთა წინ მაცდუნებელ წარმოსახვებს და თესავს დათბობისა და გართობის სურვილს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები