ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: საკუთარი თავის უარყოფა
ამბობთ, რომ წარმატება არა გაქვთ... არც გექნებათ, სანამ იწყნარებთ თავის მაამებლობას და თავის შებრალებას. თავის შეცოდება და თავის მაამებლობა პირდაპირ მიგანიშნებთ, რომ გულში მყოფობს "მე" და არა უფალი. სწორედ, თავმოყვარეობაა ის ცოდვა, რომელიც, სანამ სულშია, ადამიანს მთლიანად ცოდვებში ამყოფებს და ყოველ ნაბიჯზე ცოდვისაკენ უბიძგებს. და თუკი ადამიანი მთლიანად ცოდვილია, როგორ მიეახლება მას მადლი? არ მიეახლება, როგორც ფუტკარი არ ეკარება იმ ადგილს, სადაც კვამლია.
უფლისადმიმსახურების გადაწყვეტილებას ორი მხარე აქვს: ერთი - უარყავნ თავი თვისი და მეორე - შემომიდეგინ მე. პირველი მოითხოვს ეგოიზმსა და თავმოყვარეობაზე სრულ გამარჯვებას, ანუ თავისმაამებლობისა და თავის შებრალებაზე უარის თქმას, როგორც დიდში, ასევე მცირედში.