image

თემა: მონაზონთათვის

ღვთივსათნო ცხოვრების უმთავრესი მტერი მრავლისადმი მზუნველობაა. ეს არის ღერძი, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავ თვითგამომგონებლური ამსოფლიური საქმიანობა. გათენებიდან გვიან დაღამებამდე, ყოველ დღე, დაარბენინებს ის თავის სათნომყოფელებს ერთი საქმიდან მეორეზე და არ აძლევს არცერთი წუთით მოსვენების საშუალებას. ისინიც ვერასოდეს პოულობენ დროს, რათა მიიქცენ ღვთისკენ და თუნდაც მცირედი ხნით იყვნენ მასთან ლოცვით ურთიერთობაში. ასეთ მრავალმზრუნველობას მონაზვნობა გარიდებთ. ვინც ამას აცნობიერებს, მონასტერში იმიტომაც მიდის, რომ თავი დააღწიოს ამ სატანჯველს და აღწევს კიდეც... მრავალსაზრუნავი საქმიანობისაგან განდგომის შედეგად გონება და გული სრულიად თავისუფალი რჩება. მათ არაფერი უშლით ხელს, რომ ღმერთში იყვნენ და ღმერთით ტკბებოდნენ. ვინც გონივრულად წარმართავს მონაზვნურ ცხოვრებას, მალე წარემატება კიდეც და პირდაპირ მიზნისაკენ მიდის. საჭიროა მხოლოდ ამ განძის გაფრთხილება. თითოეულ ბერს და მონაზონს აქვს თავისი განაწესი, აკეთოს დღეში ესა თუ ის საქმე. რაკი ეს ყოველდღიური საქმეებია, ამიტომაც განსაკუთრებულ ყურადღებას არ ითხოვს - ხელები მუშაობენ, ხოლო გონება ღმერთს ესაუბრება და ასეთნაირად კვებავს გულს. შინაგანი წყობის ასეთი ნორმა ჯერ კიდევ წმ. ანტონი დიდმა დაგვიწერა. ასე რომ, მონაზვნებიც ერისკაცთა მსგავსად დაკავებულნი არიან ქმედითი ცხოვრებით: მაგრამ მრავლისადმი როდი მზრუნველობენ, ეს სენი ერისკაცებს ღრღნის და მისგან თავისუფლებაც, მონასტრული ცხოვრების წესის შესაბამისად, აძლევს ადამიანს საშუალებას არ დაშორდეს მიზანს და განუშორებლად იყოს ღმერთთან და ღმერთში.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები