image

თემა: მონაზონთათვის

694. შეშვენის თუ არა მონაზონს ქვეყნიური საფასეებისადმი მიდრეკა?
მონაზონს არ შეშვენის ქვეყნიური საფასეებისადმი მიდრეკა, არც გატაცება მშვენიერი ნაგებობებით, ვენახებითა და მსხმოიარე ბაღებით, ფრინველითა და საქონლით და სხვა საქმეებით, არამედ კიდეც რომ აკლდეს აუცილებელი სახმარი, მაინც უნდა მადლობდეს ღმერთს, ხოლო სოფელი შერაცხოს უცხოდ. რადგან თუ გაიტაცა ქვეყნიურის სიყვარულმა, ვერ იქნება ღვთის მეგობარი და ვერც კაცობრიულ ზრახვებს განეშორება. სურს თუ არა, თავისი ქონებისათვის, ყანებისა და სამკვიდრებლისათვის მრავალ შფოთს შეეყრება, რადგან ნებსით თუ უნებლიეთ დასჭირდება მთავართა და ხელმწიფეთა შეწევნა, რაც აქცევს მას იმათ მონად, რის გამოც ბევრს მტრად გაიხდის, რადგან ზოგი მის ყანას მიიტაცებს, ზოგი მის ვენახს ავნებს ან მის ნათესებში პირუტყვს შეუშვებს, ზოგი წყალს შეუწყვიტავს და ყოველივე ამას უეჭველად მოყვება შფოთი და მტრობა, შემდეგ საჭირო გახდება მეფეთა და მთავართა მოშველიება. აქედან, საინტერესოა, რა უნდა ირგოს იმ მონაზონმა, რომელმაც დატოვა სოფელი და კვლავაც დარჩა ქვეყნიური საქმეებით გატაცებული? წმ. ზოსიმე პალესტინელი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები