image

თემა: ღვთის მსჯავრი სასჯელი


მაცხოვრის გულგრილი მსაჯული.

იუდა ისკარიოტელისაგან 30 ვერცხლად გაყიდული ქრისტე, კაიაფა მღვდელმთავრისგან, პილატესთან მიიყვანეს.
    გავიხსენოთ: პილატემ მღვდელთმთავრებს და ხალხს როგორ უთხრა: ამ კაცში ვერავითარი ბრალი ვერ ვიპოვე და გავათავისუფლოთო.
    „ვერავითარი დანაშაულის“ მიუხედავად, პილატემ იესუს დასჯა მაინც გადაწყვიტა, თუმცა იცოდა, რომ „შურით გასცეს იგი“.
    ქრისტეს საწამებლად გადაცემამდე, პილატემ ხელები წყლით გადაიბანა და თქვა:“უბრალო ვარ მე სისლისაგან ამისა...„
    არა, პილატე არ იყო უბრალო, გულგრილი მსაჯული ხომ უსამართლობას სთესავს და ახლაც სიკვდილისათვის მართალი კაცი გაიმეტა.
    ამაოდ ფიქრობდა პილატე, რომ უბრალო იყო იესუს წინაშე. მაცხოვრის გულგრილი მსაჯულის მოქმედება მაღალმა ღმერთმა სამართლიანად განსაჯა - პილატემ სიცოცხლე გადასახლებაში თვითმკვლელობით დაასრულა.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები