თემა: ღვთის მსჯავრი სასჯელი
"ოო, როგორი არტისტი ვიღუპები!"
ნერონი - ფუქსავატი და უზნეო, პატივმოყვარე და ეგოისტი, გარყვნილი და ეჭვიანი, მეშურნე და მოსისხლე. ჰქონდა აკვიატებული აზრი, რომ იყო უდიდესი პოეტი, მსახიობი, მომღერალი, მხატვარი და მოქანდაკე. თხზავდა ლექსებს, გამოდიოდა ცირკში, ჯამბაზობდა... სიკვდილით ემუქრებოდა ყველას, ვინც მისი „უდიდესი ხელოვნებით“ აღტაცებაში არ მოვიდოდა.
მისი ბრძანებით მოკლეს დედამისი, მეუღლე, თვითმკვლელობამდე მიიყვანა ფილოსოფოსი სენეკა...
როცა რომს თავს საშინელი უბედურობა დაატყდა - მსოფლიოს ცენტრი ცხრა დღე-ღამეს ცეცხლში იყო გახვეული, მაშინაც ნერონის სახელი გაისმა - ხანძარი მისი ბრძანებით გაჩნდაო (ისტორიაში დარჩენა ასეთი გზით უსურვებია).
მაინც გადაწყვიტეს "სიმართლის დადგენა" და რომის დაწვა, ახალი სარწმუნოების მქადაგებელ ქრისტიანებს დააბრალეს.
ისტორიაში მართლაც შევიდა იმპერატორი ნერონი, როგორც ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი. პირველი ქრისტიანები მან, პირველმა, რომის ცირკში, რომაელი ხალხის თვალსასეიროდ, მხეცებს დააგლეჯინა, ზოგიც ცეცხლზე დააწვევინა.
ამ უცნაური მანიაკის სიცოცხლეც საშინლად დასრულდა: სენატმა იგი სამშობლოს მტრად გამოაცხადა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
შეშინებული, გადაცმული ნერონი რომიდან გაიქცა და მონის სახლს თავი შეაფარა. როცა მდევართა ხმა გაიგონა, თვითმკვლელობა სცადა, ყელზე მახვილი მიიდო, მაგრამ შეყოყმანდა, მაშინ მონამ მახვილის ტარზე ხელი აუკრა და ...
"ოო როგორი არტისტი ვიღუპები!" - ეს იყო იმპერატორ ჯალათის ბოლო სიტყვები.