image

თემა: მკვლელობა,  აბორტი

აგიოგრაფიულ ლიტერატურაში აღწერილია იაკობ განდეგილის ცხოვრება, რომელშიც ყველაზე დიდი ზნეობრივი დაცემის მაგალითია ნაჩვენები. ღვინით დამთვრალმა სამი ცოდვა ჩაიდინა: მრუშობა, მკვლელობა და შემდეგ დაკრძალვის ქრისტიანული წესის გარეშე გადამალა თავისი მსხვერპლის გვამი. მაგრამ ამავე ცხოვრებაში აღწერილია დაცემული ასკეტი - იაკობის ის არაჩვეულებრივი ღვაწლი, რომელიც ღვთისგან განგდებულმა მრუშმა და მკვლელმა იტვირთა. ათი წელი ილოცა მან მიწისქვეშეთში, ერთ პატარა სენაკში, რომელიც მისი სულიერი მოძღვრის სახლის ქვეშ იყო გამოთხრილი. ამ ხნის მანძილზე მას მზის შუქი არ უნახავს, მისი საზრდო მხოლოდ პური და წყალი იყო. ეს სენაკი იმდენად მცირე იყო, რომ ვერც ფეხზე დგებოდა გამართული, ვერც წვებოდა, არამედ მარტო მოკუნტულად ჯდომა შეეძლო. ათი წლის შემდეგ ღმერთმა შენდობის ნიშნად სასწაული მოუვლინა. ხოლო მეუღლეები, რომლებიც მოსაკლავად იმეტებენ თავიანთ პირმშოს, იაკობის ცოდვას იმეორებენ და სინანულზე სრულებითაც არ ფიქრობენ.
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები