ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: მკვლელობა, სიცრუე
678. როდესაც ნამდვილი მკვლელის დანაშაულის დამოწმებაა საჭირო, გამართლებულია თუ არა ტყუილი სიკვდილისაგან მის დასახსნელად?
თუ შენ არაფერში იტყუები, მაშინ არც ამ შემთხვევაშიც მოიტყუო, რამეთუ წერილში ნათქვამია: "შეღავათს ნუ გაუწევ გაჭირვებულს მის სადავო საქმეში" (გამს. 23, 3). თუ ღმერთი ინებებს, მკვლელი არ მოკვდება. ხოლო ვინც სხვა შემთხვევებშიც ტყუის და სურს, რომ ამ შემთხვევაშიც მოიტყუოს, ის თავის ჩვევიდან გამომდინარე მოიტყუება. "რომელმან ქმნეს ცოდვაი, - ამბობს წერილი, - მან უსჯულოებაიცა ქმნეს" (1 იოანე 3, 4), და მე ამას ჩემს თავზე არ ავიღებ. თუ შენ არ გჭირდება მასზე დამოწმება, მაშინ არც არაფერი თქვა. აქ კარგი იქნება ანდაზა გავიხსენოთ: "თუ იტყვი: არ ვიცი, ამისთვის ჯერ კიდევ არ ჩაგსვამენ ციხეში"