ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: მევახშეობა
679. უნდა აიღოს თუ არა პროცენტები იმან, ვისაც მდიდარი მოვალენი ჰყავს? და დაიბრუნოს თუ არა მიცემული ფული მათგან, ვინც ღარიბია?
წერილი მართალ ადამიანზე ამბობს, რომ: "ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად" (ფსალ. 14, 5). ეს კი ნიშნავს, რომ უკან იმდენი უნდა ავიღოთ, რამდენიც მივეცით.
680. მაგრამ, თუ ზოგიერთი მათგანი უკიდურესად ღარიბდება?
ამაზეც ნათქვამია: "თუ შენი ძმა ღარიბდება, ნუ შეურაცხყოფ მას მის ტანჯვაში" (ზირ.).
681. თუ ისიც ღარიბია და მეც, ხომ არ შევცოდავ, თუკი მას საკუთარი საჭიროების გამო ვთხოვ?
არ შესცოდავ. მაგრამ, რამდენადაც შესაძლებელია, სჯობს ძმებიდან, რომელთაც მოცემა არ შეუძლიათ, არავინ შეურაცხყო.