ავტორი:
წმ. ბასილი დიდი
თემა: მევახშეობა
150. რას გვასწავლიან წმ. მამები ვახშის შესახებ?
დიდი სისასტიკეა, როცა ერთი, ვისაც აუცილებელი რამ სჭირდება, ვალს იღებს, რათა სიცოცხლე შეინარჩუნოს, ხოლო მეორე გასესხებულის უკან დაბრუნებით არ კმაყოფილდება და იმაზე ფიქრობს, როგორ აქციოს ღარიბების გასაჭირი შემოსავლისა და მოგების წყაროდ... პროცენტიანი ვახშის ამღებნი, რომელთა სახელების მოსმენაც კი შიშის მომგვრელია და ისინი, ვინც ნამატს ყოველ თვე ითხოვენ, ბნელის წარმომშობ დემონთა მსგავსად მთვარის მიმოქცევის მიხედვით ესხმიან თავს ღარიბებს. ვახშის გადახდა ორივე მხარისათვის უკეთურებაა, იმისთვისაც, ვინც აძლევს და იმისთვისაც, ვინც იღებს. ერთისათვის ფულის დაკარგვა მოაქვს სასჯელად, ხოლო მეორისას სულს ვნებს... ასე რომ „რომელსა უნდეს სესხებად შენგან ნუ გარე მიიქცევი“ (მათ. 5.42) და შენს ვერცხლს ვახშით ნუ გასცემ.