ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: სახარება
149. რატომ იწყება წმიდათაწმიდა წიგნი, ოთხთავი, მათედან და მთავრდება იოანეს სახარებით?
შემთხვევით როდია, რომ წმიდათაწმიდა წიგნი, ოთხთავი, მათედან იწყება და იოანეს სახარებით მთავრდება. მათეს სახარებაში მეტი ყურადღება ეთმობა იმას, თუ როგორ აღვასრულოთ ღვთის ნება, მასში გადმოცემული რჩევები განსაკუთრებით ახლადმოქცეულებს მიესადაგება; იოანეს სახარება ასახავს ღმერთის შეერთებას მცნებებით განახლებულ ადამიანთან, რაც მხოლოდ და მხოლოდ ღვთის გზაზე წარმართებულთათვისაა მისაღწევი.