ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: მკვლელობა
831. ვინმე, სხვა სარწმუნოების მიმდევარი, დანაშაულის გამო მართალთა ქვეყანაში აიყვანეს. ბევრნი ამბობენ, რომ ის მოსაკლავი ან დასაწვავია: კარგია ეს თუ არა?
მისი არც მოკვლა და არც დაწვა არ შეიძლება, რამეთუ ეს ქრისტიანული საქმე არაა. მაგრამ ფიზიკურად თუ დასჯით, ეს ადამიანური საქმეა. კარგი იქნება ვინმე ღვთისმოშიშს თუ მიაბარებთ, რომ მან ღვთის გზა ასწავლოს და ჭეშმარიტი ღვთის ცოდნით გაანათლოს.