ავტორი:
არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)
თემა: სიცრუე
ადამიანის გადასარჩენად ტყუილის თქმა თუ შეიძლება?
არის შემთხვევა, როდესაც დამალავ რაიმე ამბავს, რომ ამით ზიანი არ მიაყენო სხვას. ერთი ავაზაკი, რომელსაც მდევრები მოსდევდნენ, შევარდა წმიდა მამასთან და თავშესაფარი სთხოვა. იმ დროს ბერი იჯდა. ადგა და დამალა ავაზაკი. მდევრები შემოცვივდნენ და ჰკითხეს: აქ ავაზაკი ხომ არ შემოსულაო. წმიდა მამამ ტყუილი რომ არ ეთქვა, უთხრა: რაც აქ ვდგავარ, არავინ დამინახავსო. ამით იხსნა ავაზაკი. ტყუილი მაშინ არის ცუდი, როდესაც ადამიანი შიშის გამო ამბობს, ამ შემთხვევაში ადამიანის სიყვარული უფრო მთავარია. ტყუილი ჩაითვლება ცოდვად, მაგრამ ადამიანის სიყვარული გადაფარავს ამ ცოდვას.
თქვენ თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა?
მე ჩემს ცხოვრებაში ტყუილი არ მითქვამს.