ავტორი:
წმ. ესაია განშორებული
თემა: წარმოდგენები ლოცვისას
26. გვმართებს, რომ ლოცვის ჟამს ღვთისმსახურებითი სიტყვისგებით განვდევნოთ გულისგან ფიქრის შემოტევა, რათა არ მოხდეს ისე, რომ ბაგეებით ღმერთს ვეზრახვოდეთ, გულით კი უღირსს განვიზრახავდეთ, რადგან არ შეიწყნარებს ღმერთი მემყუდროისგან ამღვრეულ და უგულისყურო ლოცვას. წერილიც ხომ ყველგან იმას სწამებს, რომ დავიცვათ სულის გრძნობითი ორგანოები, რადგან თუ მონაზონის ნება ღვთის რჯულს დაემორჩილება და გონებაც ღვთის რჯულითვე უწინამძღვრებს მის ქვეშევრდომებს, - ესე იგი, ვამბობ, ყველა სულიერ მოძრაობას, განსაკუთრებით კი მრისხანებას და გულისთქმას (რადგან ესენია აზრის ქვეშევრდომნი), - მაშ, სათნოებაც მოგვიღვაწია და სამართლიანობაც აღგვისრულებია, მიგვიმართავს რა, ერთი მხრივ, გულისთქმა ღვთისკენ და მის ნებათაკენ, მრისხანება კი, მეორე მხრივ, - ეშმაკისა და ცოდვისაკენ. მაშ, რაღა არის საძიებელი? ფარულად ღვწა.