image

თემა: წარმოდგენები ლოცვისას

თუ ისწრაფი, რომ მხოლოდ "ლოცვით" მოიპოვო ღმერთი, ერთხელაც კი არ ჩაისუნთქო ღმერთის გარეშე. ოღონდ იცოდე, წარმოდგენები არ მიიღო. რადგან ღმერთი უსახოა, წარმოუდგენელი, უფერო: იგი ზესრულია. ვერ ითმენს განსჯას. იგი მსუბუქ ქროლვასვით მოქმე... იხილეთ სრულად
link
 

თემა: წარმოდგენები ლოცვისას

21. გულისზრახვებისგან განწმენდილი ლოცვის არმქონეს არა აქვს საჭურველი ბრძოლისთვის, ვამბობ კი ისეთ ლოცვას, რაც სულის შეუვალთა შიგნით (ყველაზე შინაგან, ყველაზე დაფარულ ნაწილში) იმოქმედება, რათა ქრისტეს მოხმობის გზით ფარულად მბრძოლი მ... იხილეთ სრულად
link
 

თემა: წარმოდგენები ლოცვისას

174. თუკი ოდესმე ჰპოვებ წმინდა ლოცვის ზღუდემოვლებულ ადგილს, ნუ შეიწყარებ მტრის მიერ სწორედ ამ დროს აღძრულ ცოდნას საგანთა შესახებ, რომ არ დაკარგო უფრო მეტი, რადგან უმჯობესია, რომ ლოცვის ისრებით განგმირო მტერი, სადღაც ქვევით ჩაკეტილ... იხილეთ სრულად
link
 

თემა: წარმოდგენები ლოცვისას

იმისათვის, რომ გონიერი ლოცვის აღსრულებისას არ ჩავარდე ხიბლში, არ დაუშვა რაიმე წარმოდგენები, სახები და ხილვები; რამეთუ აზრების გაფანტვა, ძლიერი ოცნებები და მოძრაობები არ წყდება მაშინაც, როდესაც გონება გულშია დამკვიდრებული და იქიდან... იხილეთ სრულად
link
 

თემა: წარმოდგენები ლოცვისას

26. გვმართებს, რომ ლოცვის ჟამს ღვთისმსახურებითი სიტყვისგებით განვდევნოთ გულისგან ფიქრის შემოტევა, რათა არ მოხდეს ისე, რომ ბაგეებით ღმერთს ვეზრახვოდეთ, გულით კი უღირსს განვიზრახავდეთ, რადგან არ შეიწყნარებს ღმერთი მემყუდროისგან ამღვ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: წარმოდგენები ლოცვისას

826. შეიძლება თუ არა ლოცვისას ოცნებით წარმოვიდგინოთ ის სურათები, რაც საღმრთო წერილში აღმოგვიკითხავს?არასწორი ლოცვის ყველაზე სახიფათო სახე ისაა, როდესაც მლოცველი თავისი წარმოსახვით თხზავს ოცნებებსა და სურათებს, რომელთაც თითქოს საღმრთო წერილიდან სესხულობს, სინამდვილეში კი ამ წარმოსახვის წყაროა მლოცველის მდგომარეობა, მისი დაცემულობა, ცოდვილობა, თავის ცდუნება... მეოცნებე ლოცვის დაწყებისთანავე სცილდება ჭეშმარიტების სფეროს, გადაინაცვლებს ტყუილის სფეროში და ნებსით ემონება სატანას.
link
image

თემა: წარმოდგენები ლოცვისას

შეიძლება ლოცვაზე წარმოვისახოთ უფალი, წმიდანები? შეიძლება ჩვენში აღვძრათ ანგელოზების ნახვის სურვილი, ან იესო ქრისტეს ტანჯვის თანაგანცდა?ქრისტეს წარმოსახვას ბევრი წმიდა მამა კრძალავს, კერძოდ, წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და წმ. თეოფანე დაყუდებული. ისინი კრძალავენ წარმოსახვით ლოცვას, რადგან ის ხიბლის ლოცვაა.
link
image

თემა: წარმოდგენები ლოცვისას

424. მივაქციო თუ არა ყურადღება ფსალმუნთა გალობის, ლოცვის ან კითხვის დროს მოსულ ცუდ აზრს? დროებით ხომ არ შევწყვიტო ფსალმუნთა გალობა, ლოცვა ან კითხვა, რომ წმინდა აზრებით შევეწინააღმდეგო მათ?არად ჩააგდო ისინი და გულისყურით დაუკვირდი ფსალმუნთგალობას, ლოცვას ან კითხვას, რომ წარმოთქმული სიტყვებისაგან ძალა ისესხო. და თუ მტრის აზრებით დაკავდები და მათ ჩაგონებას ყურადღებას მიაქცევ, მაშინ ვერასოდეს შეძლებ სიკეთის ქმნას. რომც დაინახო, როგორ გიშლის ხელს მისი მაცდური ქსელები ფსალმუნთგალობაში, ლოცვაში ან კითხვაში, მაშინაც არ შეეკამათო მათ, იმიტომ რომ ეს შენს ძალებს აღემატება, არამედ ეცადე ღვთის სახელს მოუხმო, ღმერთიც შეგეწევა და მტრის ხრიკებს გააუქმებს, რამეთუ მისია ძალა და დიდება უკუნისამდე.
link