ავტორი:
წმ. მარკოზ მონაზონი(განშორებული)
თემა: წარმოდგენები ლოცვისას
174. თუკი ოდესმე ჰპოვებ წმინდა ლოცვის ზღუდემოვლებულ ადგილს, ნუ შეიწყარებ მტრის მიერ სწორედ ამ დროს აღძრულ ცოდნას საგანთა შესახებ, რომ არ დაკარგო უფრო მეტი, რადგან უმჯობესია, რომ ლოცვის ისრებით განგმირო მტერი, სადღაც ქვევით ჩაკეტილი, ვინემ თანაშეეზრახო მას, რომელიც გთავაზობს რაღაც უბადრუკს და იმას ცდილობს, რომ შეგაწყვეტინოს სწორედ მის წინააღმდეგ ლოცვა–ვედრების აღვლენა.