image

თემა: მემარცხენე ზრახვები

მაგალითად, თავში გაგიჩნდა ზრახვა რაღაც საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ხვალისათვის გაქვს გასაკეთებელი, უთხარი საკუთარ ზრახვას ასე: "ეს დღეის საქმე არ არის, მასზე ხვალ ვიფიქრებ". მაგრამ, თუ გადაწყვეტილება გაქვს მისაღები, თავს ნუ დაიტანჯავ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე ფიქრით და ნურც გამუდმებით სამომავლოდ გადასდებ მას, აირჩიე რომელიმე, გადადგი გადამწყვეტი ნაბიჯი, ხოლო შედეგზე ზრუნვა ღმერთს მიანდე. შეეცადე, სკურპულოზურ, უზომო მცდელობას ერიდო, რომ თავის მტვრევა არ მოგიხდეს. ღვთისმოსაობით აკეთე ის, რისი გაკეთებაც შეგიძლია. ამასთან, უბრალოდ და ღვთისადმი ნდობით იმოქმედე. თუკი ჩვენს მომავალსა და სასოებას ღმერთს მივანდობთ, გარკვეულწილად ვაიძულებთ მას, რომ დაგვეხმაროს. მრავალი ზრახვისაგან ნორმალური ადამიანიც კი შესაძლოა, სრულიად დაუძლურდეს. თუ ავადმყოფი და ტანჯული დაკარგავს მოსვენებას, მისი გამართლება შეიძლება. მაგრამ, თუკი ვინმე ჯანმრთელთაგანი იტანჯება "მემარცხენე" ზრახვებისაგან, მას მაშინათვე დამამშვიდებელი ხალათი უნდა გადააცვა! განა გონივრული საქმეა, რომ შესანიშნავი ჯანმრთელობა გქონდეს და ამავე დროს საკუთარი ზრახვები გტანჯავდნენ?!
image image