როდესაც ყოველივეს - თავსგადახდენილს ადამიანი კეთილი ზრახვით შეხედავს, იგი შეწევნას იღებს. ხოლო, თუ "მემარცხენედ" მუშაობს, იტანჯება, ძალებისაგან იფიტება, წონასწორობას კარგავს. მახსოვს, მრავალი წლის წინ როგორ ჩამოვედით წმიდა მთიდან ურანოპოლისში და კიდევ უფრო შორს - სალონიკში წასვლას ვაპირებდით. მოგვცეს სატვირთო, რომელიც უკვე ათასი ხარახურით იყო სავსე: აქ იყო ჩემოდნები, ფორთოხლები, თევზი, ცარიელი და ჭუჭყიანი კალათები, ამავე ძარაზე ამოვიდა ხალხი: ათონიადის მოსწავლეები, ბერები, ერისკაცები. ვინც შეძლო, ფიცრებზე ჩამოსხდნენ, დანარჩენები კი ფეხზე იდგნენ. ერთი მოღუშული ერისკაცი ჩემს ახლოს მოთავსდა, სივიწროვემ ძალიან შეაწუხა და უკმაყოფილება ხმამაღლა გამოთქვა: "ეს რა უმსგავსობაა!" მოშორებით კი იდგა ბერი, რომელიც ერთიანად მყრალ, თევზით სავსე კლათებში იყო ჩაფლული, საბრალოს იქიდან მხოლოდ თავი მოუჩანდა. სატვირთო მანქანა დანგრეულ გზას დაადგა, ოღროჩოღრო შარაზე ინჯღრეოდა და რახრახებდა. ერთმანეთზე შედგმული კალათები ბერს თავზე დააცვივდა, ის მოგერიებას ცდილობდა, ხელებს იქნევდა და თავიდან ირიდებდა, რომ არ გასტეხოდა. ჩემი მოღუშული მეზობელი კი ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ცოტა ვიწროდ იჯდა. მე შევუძახე: "რას ყვირი, ნახე ერთი, შენი მეზობელი რა დღეშია! მანდ როგორ ხარ, მამაო?" "ჯოჯოხეთში უარესია წმიდაო მამაო". ღიმილით მომიგო მან. ერთი იჯდა და მიუხედავად ამისა - იტანჯებოდა, მეორე კი ხარობდა, მიუხედავად იმისა, რომ თავზე თევზის კალათების გროვები ეყარა. გზა კი შორს იყო - დაახლოებით ორი საათის სავალი. ერისკაცმა წარმოიდგინა, რადმენად კომფორტულად იმგზავრებდა ავტობუსით და მზად იყო, ყველაფერი გაეცამტვერებინა. ბერი კი ხარობდა, როდესაც წარმოიდგენდა, თუ რამდენად მძიმეა ჯოჯოხეთის სატანჯველი: "ორ საათში ადგილზე მივალთ და ამ გროვიდან თავს დავიხსნი, ხოლო საბრალო ცოდვილები ჯოჯოხეთში საუკუნოდ იტანჯებიან. ჯოჯოხეთის სატანჯველთან ხომ ეს კალათები და ხალხის ზედახორა ახლოსაც ვერ მოვა. დიდება შენდა ღმერთო! აქ ისე ცუდი არ არის, როგორც - იქ
link