image

თემა: ანტიქრისტე,  ბოლო ჟამი

ბოლო ჟამს საქართველო გაბრწყინდება, სწორედ ეს გაბრწყინება იქნება რელიგიური აღმავლობა და არა დოლარების ფრიალი, ზოგს რომ ჰგონია. უამრავი მორწმუნე მოიყრის საქართველოში თავს. რაც კომუნისტებმა გააკეთეს, არის შესავალი და ახლა იწყება უფრო მნიშვნელოვანი. ქვეყნის დასაბამიდან ასეთი განსაცდელი არ ყოფილა დედამიწაზე, ეს არის ბოლო. წარმოიდგინე დედა, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავს, როგორ გამოკვებოს ეს ხუთი შვილი, თუ ის ბეჭედი არ მიიღო. ხედავ რამხელა მახეს უგებს ანტიქრისტე ადამიანს?
    თავდაპირველად იქნება ნებით, მაგრამ როცა გამეფდება და გახდება მსოფლიო მბრძანებელი, აიძულებს ყველას, რომ ეს ბეჭედი მიიღოს; ვინც არ მიიღებს, ასეთ ადამიანებს გამოაცხადებენ მოღალატეებად და ხალხი უნდა გაიქცეს ტყეში, ათი, თხუთმეტი ერთად, ერთი და ორი ვერ გადარჩება, ასეთ ხალხს სულიწმიდა შეინახავს. რაც არ უნდა მოხდეს, ღმერთის იმედი არასოდეს დაკარგო.
    უფალი მოგცემს სიბრძნეს როგორ მოიქცე. ვინც ბოლომდე შეინარჩუნებს რწმენას, მას არც მოშივდება, არცმოსწყურდება და არც რაიმე ევნება სტიქიური უბედურების გამო
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები