ავტორი:
წმ. იოანე(მაქსიმოვიჩი)
თემა: ანტიქრისტე
552. რა მნიშვნელობა აქვს წმიდა ჯვარისადმი აღვლენილ ლოცვებში მეფეებისათვის ლოცვას იმ დროს, როცა რომელიმე მართლმადიდებელ ხალხს არა ჰყავს თავისი მეფე?
ჯერ ერთი ყოველმა მართლმადიდებელმა ერმა უნდა ილოცოს არა მარტო თავისი ხელმწიფეებისათვის, არამედ, როგორც ერთი სხეულის – ეკლესიის ნაწილებმა – სხვა მართლმადიდებელი მეფეებისთვისაც. თურქებისაგან დამონებული ბერძნები, სერბები, ბულგარელები და რუმინელები ლოცულობდნენ ერთადერთი მართლმადიდებელი რუსი მეფისათვის. რუსების ვალიც გახლავთ, ილოცონ არა მარტო თავისი, არამედ მათი ხელმწიფეებისთვისაც.
მეორეც – მეფეებისათვის აღვლენილ ლოცვებში ჩვენ მოვიხსენიებთ არა მარტო ამჟამინდელ, არამედ მომავლის მართლმადიდებელ მეფეებსაც, რადგან წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით: მართლმადიდებელი ხელმწიფენი ძალაუფლების მპყრობელნი იქნებიან ანტიქრისტეს გამოჩენამდე ბოროტების გავრცელების შემფერხებლად. აი, რატომ არ წყვეტს მართლმადიდებელი ეკლესია ლოცვას: „ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა კეთილმორწმუნესა ხელმწიფესა ჩვენსა მოანიჭე“...