image

თემა: დაცემა

ზოგი ამტკიცებს, რომ აღძვრა და დაცემა ძილში მხოლოდ საჭმლისგან შეიძლება გამომდინარეობდეს, მაგრამ მე მინახავს, რომ ბევრი სნეული და მძიმედ მმარხველნიც ამით შეიბილწებოდა.
    ერთხელ ამის შესახებ ერთ მეტად გამოცდილ და გონიერ ბერს ვკითხე და ამ ნეტარმა მეტად გასაგებად განმიმარტა: ხდება, რომ ძილში დაცემა საჭმლის სიუხვის ან ხანგრძლივი მოსვენების შედეგია, ხშირად კი ამპარტავნებიდან გამომდინარეობს, როდესაც ჩვენ დიდხანს არ შეგვმთხვევია ამგვარი რამ და ამიტომ თავს ავიმაღლებთ. ზოგჯერ მას მოყვასის განკითხვა იწვევს. მაგრამ ბოლო ორი მიზეზის გამო დაცემა შეიძლება სნეულებს შეემთხვეთ, შეიძლება სამივე მიზეზითაც მოხდეს ეს. როდესაც ვინმე გრძნობს, რომ ყველა ზემომოტანილი მიზეზისაგან შორსაა, ამგვარი უვნებლობის გამო ნეტარია იგი, რადგან დაცემა მას ეშმაკის შურისაგან შეემთხვა და ღმერთიც შეუნდობს, რათა ამ უცოდველი განსაცდელით სიმდაბლის სიმაღლეს მიაღწიოს.
    ძილში განცდილ ოცნებას დღის განმავლობაში ნურავინ გაიხსენებს. რადგან ესეც ეშმაკის განზრახვაა, რათა ჩვენი სიფხიზლე სიზმრით შებილწოს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები