
ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: სიძვა
როდესაც სარეცელზე ვწევართ, მით უმეტეს მხნეობა და სიფხიზლე გვმართებს, რადგან მაშინ ჩვენი გონება მარტოდ, სხეულის გარეშე ებრძვის ეშმაკებს და თუ იგი სიძვისმოყვარეა ან სიძვის ოცნებებითაა სავსე, მაშინ დიდი სიხარულით გვიღალატებს. სიკვდილის ხსენება შენთან ერთად უნდა იძინებდეს და იღვიძებდეს და მისი თანამზრახველი იესოს ლოცვა უნდა იყოს, რადგან ძილის დროს ისე ვერაფერი გვიშუამდგომლებს, როგორც ეს ღვაწლი.