ღირსი სტეფანე

მოიხსენიება 27 თებერვალს (ახალი სტილით: 12 მარტს)
ღირსმა სტეფანემ, იმპერატორ მავრიკიუსის (582-602) ყოფილმა კარისკაცმა, დატოვა სამსახური, არმატიაში (კონსტანტინეპოლი) დავრდომილთა თავშესაფრები დაარსა და მთლიანად უცხოთშეწყნარებისათვის გადადო თავი. წმიდანი მშვიდობით მიიცვალა 61 წლის ასაკში.