ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ლოცვაში მრავალსიტყვაობა
ჭეშმარიტი ლოცვა არა მდგომარეობს მრავალსიტყვაობასა შინა, არცა მრავალ მუხლმოდრეკასა, არცა ხელთა აღპყრობასა, არცა მხოლოდ პირჯვრის წერასა, არცა სხვათა ამის მსგავსთა გარეგანთა მოქმედებათა. ესენი არიან მხოლოდ ნიშანნი და სახენი ლოცვისანი; შეიძლება რომ იგინი ჰქონდეს კაცს და ჭეშმარიტი ლოცვა კი არ იცოდეს.