image

თემა: სულმოკლეობა

საუბედუროდ ჩვენ ხშირად ვართ სულმოკლე და მოუთმენელ. უკეთუ მცირე ოდენ შეუდეგით კეთილსა ცხოვრებასა, მაშინვე აქა ველით ღვთისაგან ჯილდოსა და მიგებასა, ხოლო უკეთუ გვეწვია რაიმე ჭირი და განსაცდელი, ვდრტვინავთ და ვფიქრობთ გულსა შინა ჩვენსა, სად არის სიმართლე, რათ მიყო მე ეს ღმერთმა? რას ფიქრობ, ჰოი სულმოკლეო და მცირედ მორწმუნეო. ნუთუ უმჯობეს ხარ შენ ყოველთა წმიდათა, რომელთა ვერ იხილეს ნუგეში და გამოხსნა ამ ქვეყანაზედ? დიახ, შეეძლო ღმერთსა აქვე, ამ სოფელში მიგება წმიდათა კეთილსა მათის მსახურებისა წილ, გარნა ზეცას უმჯობესი მისაგებელი განუმზადა მათ, რომელსა იგინი აწ ხედვენ და გემოვნებენ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები