image

თემა: ქმარი

„რისხვა და ურცხვინოება და კდემა დიდი დედაკაცისა, უკეთუ ხელმწიფებს ქმარსა მისსა“ (ისუ ზირ. 25.24). ესე იგი, თუ დედაკაცი უფლობს, ანუ უფროსობს თავის ქმარზეო, ის დიდი სირცხვილი, კდემა და ურცხვინოება არისო. იქნება აქ ვინმემ ამის წინააღმდეგი იფიქროს – „განა არ შეიძლება რომ ზოგჯერ ცოლი უფრო ჭკუიანი და მხნე იყოს, ვიდრეღა ქმარი მისი? ცუდი რა იქნება, რომ იმან დაიწყოს უფროსობა ოჯახში და ამით ოჯახი გაკეთდეს?“ არა, დანო ჩემნო! უფროსობა და უფლება ცოლისა ქმარსა ზედა, როგორც ძველს აღთქმაში, აგრეთვე არც ახალს აღთქმაში არ არის შენდობილი. რაც გინდ უმჯობესი და უგონიერესი იყოს ცოლი ქმარსა ზედა, მაინც იმას უნდა ემორჩილებოდეს. ოჯახის წარმატებას და გაკეთებას ეს არ დაუშლის, ქმრის პატივისცემა და მორჩილება შეიძლება კეთილად შეერთდეს ზრუნვასა, შრომასა და გაკეთებასა ოჯახისასა.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები