image

თემა: ცოლი

„დედაკაცისა კეთილისა სანატრელ არს ქმარი და რიცხვი დღეთა მისთა მრჩობლ“ (ისუ ზირ. 26.1). ესე იგი, ბედნიერი და სანატრელი არის კეთილი ქალის ქმარი, მისი ცხოვრება ქვეყანაზე ორკეც იქნება, ერთი–ორად გაგრძელდება. ამ აზრს, მე მგონი, ყოველი კაცი და ქალი დასთანხმდება. ვინ არ იცის, რა ბედნიერება არის კაცისათვის კეთილი ცოლი. ისიც უეჭველია, რომ ამისთანა ქალის ქმარი უფრო დიდხანს იცხოვრებს ქვეყანასა ზედა. როგორც შფოთი და მწუხრება შეამოკლებს ცხოვრებასა კაცისასა, მსგავსადვე მყუდროება და სიხარული შინაური გააგრძელებს მას.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები