image

თემა: განრისხება

არა თუ შეუძლებელია, რომ გულისწყრომა არაოდეს არ ჰქონდეს კაცს, არამედ, ვგონებ, რომ ცუდი ნიშანიც იქნებოდა, თუ კაცს რომელსამე არაოდეს არ მოუვა გულისწყრომა. როდესაც რამეს ცუდს და საძაგელს ჰხედავ შენი მოყვრის მოქმედებაში, ჰხედავ გარემო შენსა სიცრუესა, უსამართლოებასა, გარყვნილებასა, და მაინც გული გრილი გაქვს, გული არ გიწყრება, არაფერს ჰზრუნავ – მეშინის, რომ ვაი თუ შენში მკვდარ არს ყოველი კეთილი გრძნობა და სათნოების სიყვარული. ყოველთა ესრეთთა შემთხვევათა შინა გულისწრომა არის კანონიერი და კეთილი. გარნა, იგი უნდა იყოს შეზავებული სიყვარულითა, სიბრალულითა და სურვილითა, რომ რაც შენი მხრიდგან შეიძლება, შეავიწროვო ქვეყანაზე ყოველი ბოროტება და სიცრუე და განაძლიერო სიმართლე და პატიოსნება.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები