ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: განრისხება
როდესაც გულისწყრომა მომდინარეობს ამპარტავნებისაგან, ანგაარებისაგან, ანუ სხვათა ამის მსგავსთა გრძნობათაგან, მაშინ ადვილად შთაგაგდებს შენ იგი ცოდვასა შინა. მაშინ შენ უნდა მალე დააცხრო ესრეთი გულისწყრომა. ამისთვის იტყვის მოციქული: „მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქვენსა“. მართლა, ვინ არ იცის რაოდენთა ცოდვათა შინა შთააგდებს კაცს მრისხანება, მეტადრე უგნური. როდესაც კაცი განრისხდება, მაშინ ყოველი, რაც არის მის სულში და გულში კეთილი თვისება და გრძნობა, დაჩუმდება და ნაცვლად აღდგებიან და აღიძვრებიან ყოველნი მხეცურნი თვისებანი და მიდრეკილებანი.