ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სიმამაცე
ძმანო, როდესაც მხედარი თამამად სდგას გაცხარებულს ომში, გარემოს მისსა ათასნაირი სიკვდილი ჰფრინავს, მაგრამ მას არ ეშინია, უშიშრად შეებმება მტერს, ხანდახან დაკოდილიც (დაჭრილი) არ ჰშორდება ბრძოლას და მიიღებს სიკვდილს, მას ყოველი კაცი აქებს, გმირს ეძახის; მაგრამ, ვგონებ უდიდესი ქების ღირსი ის კაცი არის, რომელიც თავის სიცოცხლეს შესწირავს, თავდადებულად ემსახურება საზოგადო საქმეს, ჩუმად, მოთმინებით, არამხედველი, რომ მას ვინმე უყურებდეს და აქებდეს, არამედ კიდეც ესმოდეს მრავალი ყვედრება, ცილის წამება მტერთა და მოშურნეთაგან.