ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: განრისხება
რომელ თქვენგანს შეუძლია, განრისხების ჟამს უკბინოს ადამიანს. ალბათ იტყვით, რომ ეს შეშლილის საქციელია. ახლა მოუსმინეთ, რას ამბობს იაოანე ოქროპირი ამის გამო: „ფიზიკურ კბენაზე უარესია სიტყვიერად ამ ბოროტების ჩადენა, რადგანაც პირველნი ხორცს გლეჯენ კბილებით, ხოლო მეორენი სულს ასახიჩრებენ სიტყვებით, უკურნებელ ჭრილობას აყენებენ ღირსებას. რაც უფრო მეტ ტკივილს მიაყენებს ამის ჩამდენი სხვას, მით მეტი იქნება მისი სასჯელი“.