ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: დაყუდება
დაყუდებაი დედაი არს ძლიერებისაი და მშობელი ახოვნებისაი მტერთა წყობასა. დაყუდებაი საკრველი არს ვნებათაი და მოქლონი გულის-თქუმათაი. დაყუდებაი მუშაკი არს უძილი და მოქმედი ყოვლისა საქმისა კეთილისაი. დაყუდებაი მოძღუარი არს უპოვრებისაი და მასწავლელი სულგრძელებისი, დაყუდებაი მტილი არს შუენიერი სავსე ნაყოფითა კეთილითა. დაყუდებაი და შიში ღმრთისაი გოდოლ მტკიცე არიან წინაშე პირსა მტერისასა, შესავედრებელ მოღუაწეთა მეუფისა მის ცათაისა, მომპოვნებელ გვირგვინისა ბრწყინვალესა