თემა: მზერა
მთელი შენი ყურადღება მხედველობის დაცვას მიაპყარი,რადგან ეს გრძნობა ქურდივითაა სწრაფად იპყრობს გონებას,ისე რომ თვალის დახამხამებაში ვნებიანი შეხედვით გონებაში კერპის სახე აღიბეჭდება,სული ამ კერპიტ ტკბება და გილი მისი სურვილითაა შეპყრობილი,_და ცოდვაშია კაცი,როგორც უფალმა ბრძანა ამის შესახებ: "...ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას,მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა"(მათ.5,28)ამიტომაც გვიანდერძა სოლომონმა თვალების დაცვა:"შვილო,ნუგერევინ სიკეთე გულის-თქუმისაი,ნუცა მოინადირები თუალთაგან შენთა"(იგავ.6,25). თუკი ეს ქურდი შემოიჭრება და მოგინადირებს,იღვაწე,რომ აფროდიტეს კერპი,ანუ საძაგელი გულისთქმა არ აღიბეჭდოს შენს სულში.როგორ ვიჭვაწოთ?_ღმერთის მოხმობით:ფსალმუნთმგალობლოს თანახმად "ულისაი არს ცხოვრებაი".