მოწამენი: დისან ეპისკოპოსი, მარიავე ხუცესი, აბდიესი და სხვა ორას სამოცდაათნი სპარსთაგან წამებულნი
მოიხსენიება 9 აპრილს (ახალი სტილით: 22 აპრილს)
წმიდა მოწამენი: დისან ეპისკოპოსი, მარიავა ხუცესი, ავდიესი და სხვა 270 მოწამე - აღესრულნენ 362-364 წლებში, სპარსეთის მეფის საპორ II-ის დროს. ტყვეობაში ჩავარდნილმა ქრისტიანებმა უარი განაცხადეს სარწმუნოების უარყოფაზე. მათ რიცხვში იყო მოწამე ია (ხს. 11 სექტემბერს).