ავტორი:
არქიმანდრიტი ლაზარე(აბაშიძე)
თემა: სულიერი ბრძოლა
როგორ შეიძლება სულიერ ცხოვრებაში ხელი მოვკიდოთ საქმეს დაუფიქრებლად, თავდაჯერებულად, სულის რაღაც ბუნდოვან ძახილზე დავემორჩილოთ გაურკვეველ გრძნობებს, მათგან აღძრული გემოვნების მიხედვით განვსაჯოთ ჩვენი შინაგანი ცვლილებანი და განწყობილებანი. სულიერ ცხოვრებაში საფრთხეც გაცილებით საშინელია, აქ შეიძლება წაგერთვას არა მხოლოდ სახელი და ქონება, როგორც შემოქმედებითი მოღვაწეობის დროს ხდება ხოლმე, - აქ კარგავ მარადიულობას, სიცოცხლეს. აქვე გვეღობება ავი სულების უძლიერესი წინააღმდეგობა როგორც ჩვენ შიგნით, ისე გარეთ. ამ გზით მავალს წინ ხვდება მტრების მზაკვრობა, ცბიერებას მოსდევს ცბიერება, მახეს - მახე.