image

თემა: ლოცვის ხარისხები

გონიერი ლოცვის დროს გონება გულში ღმერთის წინაშეა წარმდგარი და უბრალოდ გამოხატავს თავის სავედრებელს, სამადლობელ და სადიდებელ განწყობას... ცდილობს ყოველგვარი წარმოსახვის, ბრძნობის და აზრებით გადატვირთვის გარეშე მიეჩვიოს ღმერთთან მუდმივ ყოფნას და მასთან საუბარს. აი, ეს არის ნამდვილი ლოცვა! ამაში მდგომარეობს გონებით გულში ღვთის წინაშე დგომის ანუ გონიერი ლოცვის არსი. გონიერი ლოცვა შეიძლება შრომის პროცესში იმყოფებოდეს, როდესაც ადამიანი მის აღსრულებას ცდილობს ან იყოს თვითმოძრავი, როცა ის თავის თავადაა აღძრული და მდგრადი. უკანასკნელი ადრე აღნიშნულ შემთხვევებში გვხვდება, ხოლო პირველი ჩვენი შრომის მუდმივი საგანი უნდა იყოს. თუმცა აზრების გაბნევის გამო ის ხშირად წარუმატებელი რჩება, მაგრამ გამოვხატავთ რა ჩვენს სურვილს და ძალისხმევას განუწყვეტელი ლოცვის დასაუფლებლად მოვიზიდავთ ღვთის წყალობას და ღმერთი ასეთი შრომის საზღაურად პერიოდლად გვიგზავნის ისეთი ძალის შინაგან ლტოლვას, რომლის დროსაც გონიერი ლოცვა თავისთავად წარმოჩნდება ნამდვილი სახით.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები