ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: განუწყვეტელი ლოცვა
უწყვეტ ლოცვაში მოღვაწე სულირ სიგლახაკეში წარემატება: ღვთისაგან მუდმივ შეწევნას ელის, სულ უფრო ნაკლებ მოიმედეა საკუთარი თავისა და, როცა რაიმეს კეთილად აღასრულებს, თავის თავს კი არ მიაწერს, არამედ - ღვთის წყალობას და მუდმივად ითხოვს მას ღვთისაგან. უწყვეტი ლოცვა ხელს უწყობს რწმენაში განმტკიცებას, რამეთუ ვინც მუდმივად ლოცულობს,მას თანდათანობით უძლიერდება ღმერთთან სიახლოვის შეგრძნება. ეს შეგრძნება მცირედიდან იწყება და შესაძლოა, ისე გაძლიერდეს, რომ გონების თვალმა ცხადად იხილოს ღმერთითავის განგებაში, უფრო ცხადად, ვიდრე ჩვეულებრივი თვალი ხედავს ამქვეყნიურ ნივთებს და საგნებს. ღმერთის სიახლოვეს გული შეიგრძნობს. ვინც ასეთნაირად იხილავს ღმერთს და შეიგრძნობს მის სიახლოვეს, შეუძლებელია ცოცხალი რწმენით არ იწამოს ღმერთი და საქმებით არ განადიდოს. უწყვეტად მლოცველი თანდათანობით კარგავს მეოცნებეობას, გაბნეულობას, ფუჭი მზრუნველობის ჩვევებს, განეშორება მათ იმდენად, რამდენადაც ეს წმიდა და უბრალო სწავლება მის სულს შეესისხლხორცება. შესაძლოა, ბოლოს ის სახარებაში მითითებულ ბავშვურ მდგომარეობამდე მივიდეს, შეიქმნას ქრისტესტვის სულელად, ანუ დაკარგოს ამასოფლის ცრუ გონიერება და მიიღოს ღვთისაგან სულიერი გონება.
მოუკლებელი ლოცვით ქრება ცნობისმოყვარეობა, ეჭვიანობა და ცრუ შეხედულებები. ყველა ადამიანი აღიქმება კეთილად; გულის ასეთი განწყობის გამო იბადება მათდამი სიყვარული, უწყვეტად მლოცველი მუდმივად ღვტის შეგრძნებაში იმყოფება, შეიცნობს უფალს, განიმსჭვალება უფლის შიშით, მიეახლება სიწმიდეს, სიწმიდის მეშვეობით კი - ღვთაებრივ სიყვარულს. ხოლო ღვთის სიყვარული თავის ტაძარს სულიწმიდის ნიჭებით აღავსებს.