ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: განუწყვეტელი ლოცვა
672. რას გვეტყვით განუწყვეტელი ლოცვის შესახებ?
უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთის სახელის განუწყვეტელი მოწოდება არის საკურნებელი საშუალება, რომელიც მოაკვდინებს არა მხოლოდ ვნებებს, არამედ თვით მათ მოქმედებასაც. როგორადაც მკურნალი მოიძიებს საკურნებელსა თუ სალბუნს სნეულის წყლულთათვის და ისინიც კეთილად მოქმედებენ, ამასთან ისე, რომ სნეულმა არ იცის როგორ ხდება ეს – აი, ზუსტად ასევე, ღმერთის სახელის მოწოდებაც მოაკვდინებს ყველა ბოროტ ვნებას, თუმცა კი ჩვენ არ ვიცით, როგორ ხდება ეს.