ავტორი:
ნეტარი თეოფილაქტე
თემა: სიბრძნე
671. ხელს უწყობს თუ არა ამქვეყნიური სიბრძნე ადამიანს საღმრთო სიბრძნის შეძენაში?
საღმრთო სიბრძნის შესაძენად ამქვეყნიური სიბრძნის უარყოფაა აუცილებელი. „სიბრძნე ამა სოფლისა“ არა თუ ხელს უწყობს საღმრთო სიბრძნის შეძენას, არამედ აბრკოლებს მას. რამეთუ ამა სოფლის სიბრძნეს ქედმაღლობა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ახასიათებს, ამით კი საღმრთო სწავლების უარყოფამდე მივყავართ.