ავტორი:
წმ. ბასილი დიდი
თემა: განუწყვეტელი ლოცვა
105. როგორ შეიძლება შევასრულოთ მოიქულის სიტყვები: "დაუცადებლად ილოცევდით" (1 თეს. 5, 16–18) ?
როცა სუფრას მიუჯდები, ილოცე, როცა პურს მიირთმევ, მადლი შესწირე ღმერთს; როცა ღვინით ხორციელ უძლურებას ნუგეშს სცემ, მოიხსენე, ვინც გვაძლევს ღვინოს გულის გასახარად და უძლურებაში სანუგეშებლად. როცა ჭამას დაასრულებ, ნუ დაგავიწყდება ქველისმოქმედის მოხსენება; სამოსელის ჩაცმისას გაზარდე სიყვარული ღვთისადმი, რომელმაც ზამთრისა და ზაფხულისათვის შესაბამისი სამოსი მოგცა და სიშიშვლე დაგიფარა. როცა დღე დასრულდება, მადლობა შესწირე მას, ვინც მზე მოგვანიჭა. ხოლო ღამე ზეცაში აიხედე და ვარსკვლავთა მშვენიერების ხილვისას ილოცე უფლისა მიმართ და თაყვანი ეცი შემოქმედს, რომელმაც სიბრძნით შექმნა ყოველივე. როცა იხილავ ყველა ცოცხალ არსებას ძილით შეპყრობილს, თაყვანი ეცი მას, ვინც ჩვენი ნების გარეშე ძილით შრომათაგან განგვისვენებს და მცირედი დასვენებით ისევ ძალების სიმხნევეს აღგვიდგენს. ამიტომ მთელი ღამე მხოლოდ ძილს ნუ მიეცემი და ნახევარ ცხოვრებას ნუ გახდი უვარგისსა და გამოუყენებელს. არამედ გაყავი ღამე ძილისა და ლოცვისათვის და ძილშიც ადიდე ღმერთი, რადგან ჩვენი ცხოვრება როგორიცაა, ხშირად სიზმრებიც ისეთივე იქნება. თუ ასე იცხოვრებ, მაშინ აღასრულებ მოციქულის სიტყვებს და ილოცებ განუწყვეტლივ და მთელი შენი ცხოვრება ღმერთთან შეერთებული და განუწყვეტელი ლოცვა გახდება