ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: განუწყვეტელი ლოცვა, ლოცვა
ზოგჯერ კანონისათვის გამოყოფილი მტელი დრო შეიძლება რომელიმე ფსალმუნის გონებისთ წაკითხვას მოახმაროტ ისე, რომ თითოეული მუხლისაგან საკუთარი ლოცვაც კი შექმნთ. ზოგჯერ კანონის მთელი დრო შეიძლება იესოს ლოცვის აღსრულებას და მუხლთდრეკას დაუთმოთ... ან ერთიდან, მეორიდან და მესამიდან მცირედ-მცირედი აიღოთ. ღმერთი გულს მოითხოვს (იგავ. 23, 26). და თუ ის კრძალვითაა მისდამი განწყობილი, ესეც საკმარისია, უწყვეტი ლოცვაც სწორედ აგაა, რომ მოკრძალებული გრძნობით ვიდგეთ ღვთის წინაშე. ამ დროს ერთი რამეღა რჩება შესასრულებელი, შევაშველოთ ღუმელს შეშა და პერიოდულად გავაძლიეროთ ცეცხლი.